02 აგვისტო 2021,   22:11
ვრცლად
ცნობილი სერიალი "დინასტია" სკანდალში ეხვევა - ალექსისის როლის შემსრულებელი, ჯოან კოლინზი პარტნიორს სიძულვილში ადანაშაულებს

სერიალ "დინასტიის" ვარსკვლავმა ჯოან კოლინზმა პირს მორგანთან ინტერვიუს დროს თავისი ყოფილი პარტნიორი, ჯონ ფორსაიტი გააკრიტიკა და მას ქალთმოძულე უწოდა.

1980-იან წლებში, ჯოან კოლინზი სერიალ "დინასტიაში" ჯონ ფორსაიტთან ერთად თამაშობდა და მისი ყოფილი მეუღლის როლს ასრულებდა. მან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ფორსაიტი თავიდანვე არ მოეწონა, რადგან მას მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა და პოპულარობის სხვისთვის გაზიარება არ უყვარდა. 

"მას კონტრაქტში ეწერა, რომ ანაზღაურება ყოველთვის 5 ათასი დოლარით მეტი უნდა ჰქონოდა, ვიდრე სერიალის სხვა მსახიობებს. ასევე, ნებისმიერ რეკლამაში, რომელსაც სერიალისთვის გადაიღებდნენ, მას უნდა ეთამაშა მთავარი როლი. ისინი ისეთი ქალთმოძულეები იყვნენ, რომ მას ამის საშუალება მისცეს,"-აღნიშნა კოლინზმა.

ამასთან, კოლინზის თქმით, ის სერიაში 15 000 დოლარს იღებდა, როდესაც ფორსაიტის ჰონორარი 25-30 ათასი დოლარი იყო. 

საბოლოოდ, ჯოან კოლინზის ჰონორარმა 120 000 დოლარს მიაღწია. თუმცა, როგორც მსახიობი ინტერვიუში ამბობს, ის მხოლოდ სერიების ნაწილში ჩასვეს სწორედ იმიტომ, რომ მისი ანაზღაურება ასეთი მაღალი იყო. 

მსახიობის თქმით, პანდემიის დროს მან "დინასტიის" ყურება დაიწყო. "შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი" - ამბობს ის - "ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი უნდა გადაეხადათ ჩემთვის."

ჯონ ფორსაიტი 2010 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები