23 ივლისი 2021,   23:48
ვრცლად
"დარწმუნებულები ვართ, უახლოეს 2 წელში მთლიანად განულდება პანდემიით მიყენებული ზიანი" - ნათია თურნავა

ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გრძელდება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მთავარი თემა პრემიერის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმაა.

"წარდგენილი იყო ის მიზნები, თუ რას ვაპირებთ 10 წლის თავზე სად ვხედავთ სისტემას, განვითარებას და რა ნიშნულზე უნდა იყოს ესა თუ ის მაჩვენებელი სხვადასხვა მიმართულებით,"- განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი, გეგმის ნაწილში საუბარი იყო პანდემიაზე. 

"დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს 2 წელში მთლიანად განულდება პანდემიით მიყენებული ზიანი,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

10 წლიან გეგმაზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ემსახურება იმას, განვითარების სწორ რელსებზე დამდგარი ქვეყანა, კიდევ უფრო მეტი დინამიკით განვითარდეს.

"განვითარების სწორ რელსებზე დამდგარი ქვეყანა, კიდევ უფრო მეტი დინამიკით განვითარდეს, ამისათვის საჭიროა არსებობდეს სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მან ვერ შეძლოს იმ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, რასაც საფუძვლად ძალიან მყარი არგუმენტები ექნება,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები