19 სექტემბერი 2021,   12:05
ვრცლად
მექსიკაში 2 ჟურნალისტი მოკლეს

2 ჟურნალისტი მოკლეს მექსიკაში.

ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ რეპორტიორს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტი მასზე თავდასხმებისა და მუქარის შესახებ საუბრობდა. მეორე რეპორტიორი კი მეხიკოში, სავარაუდოდ, ძარცვის დროს მოკლეს.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მომხდარის სრულად გამოძიებას ითხოვს.

დღის ამბები