02 აგვისტო 2021,   23:56
ვრცლად
თბილისში პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა. შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. 

“კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მამაკი ყოფილ ცოლზე ძალადობდა, რის გამოც ქალმა სამართალდამცველებს მიმართა. 

მოულოდნელად ის შენობის მეორე სართულიდან გადახტა. დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში გადაიყვანეს.  “კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს.

დღის ამბები