02 აგვისტო 2021,   21:50
ვრცლად
ჟენევის შეხვედრი​ს დეტალები - ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას, რომელიც 4 საათს გრძელდებოდა

იცვლება თუ არა რაიმე სუპერსახელმწიფოების ურთიერთობაში ლიდერების შეხვედრის შემდეგ - ჯო ბაიდენი და ვლდიმერ პუტინი დღეს ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. 

ანალიტიკოსები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ იყო საკითხები, რომლებზეც შეთანხმება შეიძლებოდა. მაგალითად, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე, თუმცა არის თემები, რომლებიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის განხეთქილებას იწვევს. იქნება ეს უკრაინის საკითხი, ალიანსის აქტიურობა, წვრთნები აღმოსავლეთ ევროპაში და ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო წევრობა.

არაერთი ანალიტიკოსი ჟენევის შეხვედრის გამართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. სპეციალისტთა ეს ნაწილი თვლიდა, რომ ვლადიმირ პუტინს ეძლეოდა ლეგიტიმაცია, რომელსაც ის არ იმსახურებდა. ზოგიერთი სპეციალისტი კი ფიქრობდა, რომ პუტინთან შეხვედრა ჯერ ძალიან ადრე იყო. თუმცა არის დიპლომატთა კატეგორია, მათ შორის შვედეთის ყოფილი პრემიერი, რომელიც შეხვედრის საჭიროებას ხედავს.

ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტმა. მან მოუწოდა ადმინისტრაციას, გამოიყენოს არსებული მექანიზმები რუსეთის წინააღმდეგ, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მოსკოვის რეპრესიული პოლიტიკის საპასუხოდ. მათ შორის მაგნიტსკის აქტები და ახლადგამოცხადებული ჰაშოგის აკრძალვა.

დღის ამბები