02 აგვისტო 2021,   21:44
ვრცლად
"საქართველოს რკინიგზა" უარყოფს ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შეშვებასთან დაკავშირებით

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. კომპანია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის არ შეშვებასთან დაკავშირებით.

"სს "საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით. 

საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე  შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი "აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები.  მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რეპუტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით, არარელევანტურია აღნიშნულ საკითხზე აპელირება. მით უფრო, რომ საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული შესამოწმებელი კომპანიების სიაში. საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომართვის შემთხვევაში,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები