02 აგვისტო 2021,   22:20
ვრცლად
ავსტრალია ობობების კილომეტრიან ქსელშია გახვეული

ავსტრალია ბოლო რამდენიმე დღეა ობობის ქსელშია გახვეული.

ვიქტორიას გიპსლენდის რეგიონში ძლიერი წვიმების შემდეგ ობობების მრავალმა ჯგუფმა  იჩინა თავი. მათ ქსელები დასახლების თითქმის ყველა კუთხეში გააბეს. ეს ადგილი ნამდვილი ჯოჯოხეთია მათთვის, ვისაც ობობების შიში აქვთ, მაგრამ სანახაობა საუცხოოა.

ერთ-ერთ ქუჩაზე ქსელის სიგრძემ ერთ კლომეტრსაც კი მიაღწია.

Open Photo

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. როდესაც ობობები იკრიბებიან, მარტივ ტაქტიკას იმუშავებენ და მეტი უსაფრთხოებისთვის აგებენ უზარმაზარ ქსელს, რომელიც მათ უკეთესი ნადირობის საშუალებასა და უსაფრთხოდ ყოფნის გარანტიას აძლევს.

Open Photo

"ეს არ იყო საშიში, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. ყველაფერი ობობის ქსელში იყო გახვეული, ხეები, მინდვრები მზის სხივებს ძალიან ლამაზად ირეკლავდნენ";

"მზის ჩასვლა განსაკუთრებით ლამაზია ობობების ქსელის ფონზე, შუქი საოცრად ურტყამს ობობების ქმნილებას, რაც კარგ სანახაობას ქმნის" - განაცხადეს ადგილობრივებმა.

Open Photo

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქსელები კვირის ბოლომდე გაქრება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები