23 ივლისი 2021,   23:27
ვრცლად
არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ნინოწმინდის პანსიონში იაკობის დანიშვნა, ხელისუფლებასთნ მის უპირობო ლოიალობას უკავშირდება

ნინოწმინდის პანსიონიდან მთავარეპისკოპოსი სპირიდონის წასვლას და  ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობით მის ჩანაცვლებას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათი დამოკიდებულება ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურია. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ სასულიერო პირების ადგილმონაცვლეობით საპატრიარქო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

"მეუფე იაკობი არის ძალიან პრობლემური ფიგურა, რომელიც გამოირჩევა ძალიან მკვეთრად ძალადობრივი და სიძულვილზე დაფუძნებული განცხადებებით. რთულია ვიფიქროთ, რომ მას ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, მისი დანიშვნა უკავშირდება, მის უპირობო ლოიალობას ხელისუფლების მიმართ და ამ პროცესის უფრო უმტკივნეულოდ და ხელისუფლებასთან შეთანხმებული გეგმით წარმართვის ინტერესს,"- აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. 

დღის ამბები