23 ივლისი 2021,   22:42
ვრცლად
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის და რეკლამირების უფლება 1 მილიონ ლარად იყიდება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის და რეკლამირების უფლება იყიდება. აუქციონი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოცხადდა. ობიექტის სახელის დარქმევის უფლებას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ყიდის. ეს საქართველოში სტადიონის სახელის გაყიდვის პირველი შემთხვევაა. 

აუქციონის პირობების მიხედვით, სტადიონის ახალ სახელში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სიტყვა "არენა".

აქუციონზე გატანილი ობიექტის წლიური საწყისი ღირებულება  დღგ-ს ჩათვლით 1 000 000 ლარია. 

აუქციონის ბიჯის ოდენობა კი 25 000 ლარი. 

სტადიონის მესაკუთრე აუქციონში გამარჯვებულს, ხელშეკრულების მოქმედების ვადით,
სარგებლობის უფლებით გადასცემს ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მდებარე ერთ ბიზნესბოქსსა და 5 საპარკინგე ადგილს. 

კომპანიებს აუქციონში საკუთარი ბიჯის დასაფიქსირებლად დრო 23 ივნისის 17:00-მდე აქვთ. 

დღის ამბები