23 ივლისი 2021,   23:50
ვრცლად
ვითარება რიონის ხეობაში - ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პირობების შესრულებას კვირის ბოლომდე ელოდებიან

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, როგორც თავად ამბობენ, წამზომი ჩართეს და პირობების შესრულებას კვირის ბოლომდე ელოდებიან. მათი მოთხოვნები რამდენიმე პუნქტისგან შედგება, მოიხსნას რკინის ბარიკადები, გაათავისუფლონ დაკავებული აქტივისტები და საპოლიციო ძალები გავიდნენ ხეობიდან. საკუთარი პირობები აქვს მეორე მხარესაც, აქციის მონაწილეებმა ხელი არ უნდა შეუშალონ კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას.

ხეობაში სამუშაოების შეჩერებასა და ქვეყნიდან ინვესტორის გასვლის საფრთხესთან ერთად, ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით რისკებს ხედავს ექსპერტთა ნაწილი. მედიაციაში ჩართული განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის საწინდარი იქნება.

მედიაციის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავამ დღეს თქვა, რომ ხეობაში სამუშაოების დროებით შეწყვეტას, მძიმე შედეგები ექნება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის.

რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების უწყვეტი პროტესტი 231 დღეა გრძელდება. თავის მხრივ კომპანია "ენკაში" განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები