23 ივლისი 2021,   23:26
ვრცლად
რას ითხოვენ მუსიკოსები პარლამენტისგან - ხელოვანების განცხადების ადრესატი საკანონმდებლო ორგანოს კულტურის კომიტეტია

საავტორო უფლებების დაცვა საქართველოში ისევ პრობლემურია. ამჯერად მუსიკოსები საჩივლელად უკვე პარლამენტში მივიდნენ.

ჰონორარებზე პრეტენზიები ისევ საავტორო უფლებათა ასოციაციას უკავშირდება. ხელოვანები თვლიან, რომ ეს ორგანიზაცია მათ სიმღერებს ვერ თვლის, ამიტომ მათ სხვა ანალოგიურ ორგანიზაციასთან სურთ თანამშრომლობა.

პარლამენტში შეტანილი განცხადების ავტორები საავტორო უფლებების მიმართულებით ოდნავ მოგვიანებით შექმნილ ორგანიზაცია "გერას" ენდობიან. სწორედ "გერა" იყენებს იმ პროგრამულ მთვლელს, რომლის გამოყენებასაც ხელოვანები ასოციაციას ჯერ კიდევ ორი წლის წინ სთავაზობდნენ. 

ხელოვანების განცხადების ადრესატი საკანონმდებლო ორგანოს კულტურის კომიტეტია. კომიტეტში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და განხილვების საჭიროებას ხედავენ. მუსიკოსების განცხადების საფუძველზე საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღის ამბები