23 ივლისი 2021,   22:38
ვრცლად
მეუფე სპირიდონმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა - ედიშერ ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იურისტის თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსი პანსიონის დირექტორად კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. 

ამ დროისთვის პანსიონში 22 ბავშვი რჩება. ხელმძღვანელობის პირველი შეხვედრა აღმზრდელებთან და აღსაზრდელებთან უკვე შედგა.  

"მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. მე არაერთხელ ვთქვი, რომ იურიდიულ პირთან დაკავშირებით, ანუ პანსიონი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რასაც ჩვენ აიპის ვეძახით და ამ აიპის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს ერთპიროვნულად იღებს კათოლიკოს-პატრიარქი. აქედან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი,“ - განმარტა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

 

დღის ამბები