19 სექტემბერი 2021,   11:03
ვრცლად
მივესალმები NATO-ს ღია პოლიტიკას, პირველ რიგში მხედველობაში გვყავს ჩვენი მეზობლები, საქართველო და უკრაინა - ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა, რომ მიესალმება  NATO-ს ღია პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

"იმისათვის, რომ მოვახდინოთ სხვადასხვა საფრთხესთან გამკლავება უნდა შევძლოთ ბიუჯეტის გაზრდა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, იქნება ეს პირდაპირი სამხედრო რეაქციები, კიბერთავდასხმა თუ სხვა.

მივესალმები NATO-ს ღია პოლიტიკას. პირველ რიგში მხედველობაში გვყავს ჩვენი მეზობლები, საქართველო და უკრაინა, გაცემული პირობები უნდა შესრულდეს, ვგულისხმობ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს. რუსეთთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ერთიანი და პასუხიც უნდა იყოს საერთო, რადგან ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაშია ბელარუსი, რომლის გადაყლაპვასაც ცდილობს რუსეთი," - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

დღის ამბები