23 ივნისი 2021,   16:08
ვრცლად
3 დღიანი ძებნის შემდეგ მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს 

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
26 წლის მამაკაცის ცხედარი ოჯახის წევრების მიერ იდენტიფიცირებულია. იგი 3 დღის წინ ზღვაში საბანაოდ შევიდა და გაუჩინარდა.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი.

გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა და 3 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სანაპირო ზოლის მონიტორინგი. 

დღის ამბები