23 ივნისი 2021,   16:51
ვრცლად
ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე​

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, გაეროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ბავშვების ინტერესები უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ყველასთვის. 

"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორის, საერთაშორისო ორგანიზაციის დაინტერესება ბავშვების უფლებების მდგომარეობით და შესაბამისად, იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ხანებია ვრცელდება. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს როგორც ნომერ პირველი პრიორიტეტი ყველასთვის. მათ შორის, რასაკვირველია, ეს გულისხმობს, რომ თუნდაც იმ პანსიონის მხრიდან განხორციელებული ქმედებები, რომელიც დადებითია, ის ბუნებრივია, რომ დასაფასებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მანკიერია და რაც უარყოფითია, რაც სამართალდარღვევაა, ეს არ იქნას სათანადოდ შეფასებული და სათანადოდ რეაგირებული,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, გაერო გმობს ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის არშეშვების ფაქტს და ბავშვებზე ძალადობას. გავრცელებული განცხადებით, ორგანიზაცია პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ასეთ დაწესებულებებში ვითარების კონტროლის შეუზღუდავი შესაძლებლობა.  

ამასთან, გაერო მნიშვნელოვნად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ბიოლოგიურ ოჯახში ან სხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე. განცხადება მოიცავს მოწოდებასაც, სახელმწიფომ მიიღოს მყისიერი და მკაცრი ზომები. 

 

 

 

დღის ამბები