16 ივნისი 2021,   23:16
ვრცლად
რატომ დადგა დღის წესრიგში პარტიების დაფინანსებისთვის ახალი ბერკეტების ამოქმედება და როგორ აფასებს ოპოზიცია ახალ რეგულაციებს​

ამნისტიის პროექტისგან განსხვავებით, პარტიების დაფინანსების დღევანდელ განხილვას შედარებით ნაკლები დრო დასჭირდა, თუმცა პოლემიკა და პოლიტიკური განცხადებები საკითხს არ გასცდენია. 

ის, რაც ინიციატორისთვის დემოკრატიის დაცვის ბერკეტია, სადამსჯელო ღონისძიებაა ოპოზიციისთვის, რომლებმაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან საბოტაჟის და ბოიკოტის განსხვავება და განმარტება ითხოვეს. 

მმართველ გუნდს საკუთარი გამოცდილებით პარტიების დაფინანსების პროექტი დაუწუნეს ყოფილი ხელისუფლების წევრებმა.

ბოიკოტის რეჟიმიდან პარლამენტში გადმონაცვლებულ დეპუატატებს არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას უმრავლესობამ დღეს საგამოძიებო კომისიაში ფაქტების წარდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. საკითხზე დებატები პარტიების დაფინანსების პროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას მოჰყვა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს ხვალ დილიდან უყრის. პროექტის თანახმად, პარტია ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ მიღებული მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს. იმ შემთხვევაში კი თუ არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, დაფინანსება 6 თვით უჩერდება. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

დღის ამბები