20 ივნისი 2021,   05:09
ვრცლად
"პოზიციების თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდა" - ორშაბათს უმრავლესობა და ოპოზიცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიკრიბება

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. მხარეები შეეცდებიან, რომ საბოლოოდ შეჯერდნენ და შეთანხმებული დოკუმენტი წარმოადგინონ, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

შეხვედრა პარლამენტში გვიანობამდე გაგრძელდა, თუმცა მხარეებმა  პოზიციების დაახლოვება მხოლოდ იმ საკითხებზე შეძლეს, რომელიც საარჩევნო რეფორმასა და ცესკოში ცვლილებებს შეეხება.

"არის საკითხები, რომელზეც წინ წავიწიეთ და შევთანხმდით, მაგრამ რჩება საკითხები, რომელზეც კიდევ არის საჭირო მუშაობა. არჩევნების სისტემის მიმართ ნდობის დაბრუნება არის მთავარი ამოცანა," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

"პოზიციების თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდა და შემდგომი პროცედურები მოიცავს იმას, რომ ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადაიგზავნება ვენეციის კომისიასთან. დაველოდებით ვენეციის დასკვნას და დაგეგმილი არის, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში კანონპროექტი მესამე მოსმენით იქნეს მიღებული," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები