20 ივნისი 2021,   04:54
ვრცლად
16 გარდაცვლილი, 968 ინფიცირებული და 903 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  330 375 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 903 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 308 821-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 442 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23742, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12308, PCR ტესტით - 11434.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,08%, ბოლო 14 დღის - 4,96%, ბოლო 7 დღის - 3,9%
სულ აცრილია - 88522, დღიურად აცრილია - 3130.

 

დღის ამბები