17 ივნისი 2021,   00:21
ვრცლად
გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას აკურთხებენ

გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას აკურთხებენ - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ქალების - ტანიასა და კლაუდიას ჯვრისწერის ცერემონია ფრანკფურტის მიმდებარედ არსებულ წმინდა აგნესას ეკლესიაში გაიმართა.

"ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთად ყოფნა გვსურს. მარტო ქორწინებაზე არ ვფიქრობდით, მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოვაწერეთ. ვოცნებობდით ეკლესიურ ჯვრისწერაზე, ვინაიდან მორწმუნეები ვართ," - ამბობს ახლადდაქორწინებული ტანია ჰოლლასი.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანი ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია, საკითხზე პოზიცია ბოლოს მარტში დააფიქსირეს.

"ისინი [ლგბტ თემი] ეკლესიის კურთხევას ვერ მიიღებენ," - განაცხადა რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ.

ვატიკანის პოზიციის მიუხედავად, გერმანიის კათოლიკურ ეკლესიებში მზად არიან ერთნაირსქესიანთა ჯვრისწერა დაუშვან. 200-მდე კათოლიკე მღვდელმა ეკლესია ჰომოსექსუალების და მათი ცხოვრების გეგმების დისკრიმინაციისთვის გააკრიტიკა.

ექსპერტების განცხადებით, ერთნაირსქესიანთა წყვილების კურთხევის რიტუალები კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის ეკლესიაში არსებული კონფლიქტის დემონსტრირებას ახდენს.

ვატიკანი გერმანიის ეკლესიის კურთხევას, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.

დღის ამბები