23 ივნისი 2021,   00:02
ვრცლად
რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი წვიმა და სეტყვა საქართველოში - 12-14 მაისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21+26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30+35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27+32 გრადუსამდე მოიმატებს.

სპეციალისტების ინფორმაციით, 15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23+25, ხოლო 13-15 მაისს +28+30 გრადუსი დაფიქსირდება.

დღის ამბები