20 ივნისი 2021,   05:08
ვრცლად
ყაზანის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ 7 მოსწავლე დაიღუპა - თათრეთის რესპუბლიკაში ​გლოვა გამოცხადდა

თათრეთის რესპუბლიკაში, ყაზანის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გლოვა გამოცხადდა. ყაზანის 175-ე სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა.

რა არის ცნობილი ყაზანის 175-ე სკოლის თავდასხმასთან დაკავშირებით:

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სროლის შედეგად მე-8 კლასის 7 მოსწავლე გარდაიცვალა (4 ბიჭი, 3 გოგო) და ერთი მასწავლებელი. სააგენტოების ცნობით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 11-ს შეადგენს;

16 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 32-ს აღწევს;

Нет описания.

2 მოსწავლე სკოლის მესამე სართულიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა;

ოფიციალური მონაცემების შედეგად, თავდამსხმელებიდან მხოლოდ ერთმა გაისროლა, ის 19 წლის არის. თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ის ტერორისტად მოიხსენია;

არაოფიციალური მონაცემებით, გაისროლა ილგაზ გალიავიევმა, რომელმაც 175-ე გიმნაზია 4 წლის წინ დაამთავრა;

Нет описания.

სააგენტოების ინფორმაციით, მეორე თავდამსხმელი შტურმის დროს იყო ლიკვიდირებული;

ყაზანის სკოლაში მომხდარი თავდასხმის იარაღი ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული - ამის შესახებ თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუსტამ მინნიხანოვმა განაცხადა.

Нет описания.

პრეზიდენტის  განცხადებით, დაშავებულები, 12 მოსწავლე და 4 ზრდასრული ჰოსპიტალიზებული არიან. როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს, ყაზანის სკოლაში თავდასხმის თანამზრახველები ჯერ არ გამოუვლენიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

"დღეს დიდი ტრაგედია დატრიალდა მთელი ჩვენი რესპუბლიკისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა," - განაცხადა თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

Нет описания.

ამავე თემაზე
დღის ამბები