20 ივნისი 2021,   04:19
ვრცლად
საცირკო წარმოდგენის ერთი ნაწილი დასრულდა - ბექა დავითულიანი ნიკა მელიას გათავისუფლებაზე

რა მოლოდინები აქვს "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხიდან ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდის მიერ გადახდილი გირაოთი გამოვიდა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს შარლ მიშელის შეთანხმების შესასრულებლად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია აღარ იმყოფება საპატიმროში, მათ არ აქვთ იმედი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციულ პოლიტიკაზე იტყვის უარს.

"რადიკალიზაციის სურვილი ჰქონდათ მათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც მათ ევროკავშირმა არ მისცა, აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის გეგმავდა მელიას მეშვეობით," - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას არ ეთანხმება არც ბექა დავითულიანი.

"არავითარი ახალი პოლიტიკური რეალობა არ დამდგარა გარდა იმისა, რომ საცირკო წარმოდგენის ერთი ნაწილი დასრულდა. თუ არ შემოვლენ პარლამენტში, კიდევ ერთხელ გადააგდებენ საკუთარ ამომრჩეველს," - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები