20 ივნისი 2021,   05:35
ვრცლად
ენმ-ს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში პოზიტიური მოლოდინები აქვთ 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერ ოპოზიციას. ისინი მიიჩნევენ, რომ შეთანხმებას ენმ-ც უნდა შეუერთდეს და ბრძოლა უკვე პარლამენტის შიგნით გააგრძელოს.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობაც" იყოს.

"მოქალაქეები" მიიჩნევენ, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა პარტიის გადასაწყვეტია, თუმცა, ლევან იოსელიანის თქმით, ის ისურვებდა, რომ პარლამენტი შედგეს სრულად და ყველა არჩეული დეპუტატი იყოს საკანონმდებლო ორგანოში.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა მეტ შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციას, რომ "ქართულ ოცნებას" ხელშეკრულების შესრულება აიძულოს.

 

დღის ამბები