20 ივნისი 2021,   04:17
ვრცლად
საქათველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, აჩვენოს პროგრესი რეფორმებში, რაც იქნება ახალი თავი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა და საქართველოს შეუძლია აჩვენოს პროგრესი რეფორმებში. 

"ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობა გაქვთ აჩვენოთ პროგრესი რეფორმებში, პოლიტიკური თანხმობა ქვეყანაში და ეს შესაძლებელს გახდის გაიხსნას ახალი თავი საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები, თუ როგორ შეიძლება პროექტი მუშაობდეს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიყავი ვიზიტით და მათი სურვილია ეს ფორმატი იყოს მოქმედი და მუშაობდეს. ამ მხრივ, ჩემი აზრით, საქართველოს ლიდერობის საჭიროებაა. განსაკუთრებით ამ რეგიონში, რადგან საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რეფორმებით და პოლიტიკური სისტემით მთლიანობაში. ასე რომ, ვფიქრობ, ბევრის სწავლა შეიძლება საქართველოსგან და ეს ლიდერობა შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

დღის ამბები