20 ივნისი 2021,   05:44
ვრცლად
"ჩახუტება სიფრთხილით" - 17 მაისიდან დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები შემსუბუქდება

დიდ ბრიტანეთში 17 მაისიდან ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს გადაეხვიონ, თუმცა სიფრთხილით - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა და შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა. 

ჯონსონმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 14 თვიანი პაუზის შემდეგ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთმანეთის გადახვევა და ჩახუტება შეეძლებათ.

მართალია, სოციალური დისტანცირების გარკვეული წესები მაინც ძალაში რჩება, თუმცა დიდ ბრიტანეთში 17 მაისიდან 6 კაცისგან შემდგარი ჯგუფები პაბებში, კაფეებსა და რესტორნებში შეხვედრებსაც შეძლებენ, მანამდე მსგავსი შხვედრები მხოლოდ გარე სივრცეებში იყო დაშვებული.

დიდ ბრიტანეთში 17 მაისიდან ადამიანებს უკვე შეეძლებათ მეგობრები და ოჯახის წევრები ქვეყნის ნებისმიერ ადგილას მოინახულონ და ღამის გასათევადაც დარჩნენ. 

 

დღის ამბები