17 ივნისი 2021,   00:24
ვრცლად
ვაქცინაცია გრაფი დრაკულას სასახლეში - კოვიდის საწინააღმდეგო სერტიფიკატი და 100 წლოვანი მოსაწვევი

რუმინელი ჩინოვნიკების კრეატიულობამ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი სანახაობად აქცია და გაააქტიურა. ქვეყნის ჩინოვნიკებმა მითიური სასახლე კოვიდ ცენტრად აქციეს. 

მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ტრანსილვანიაში, გრაფი დრაკულას სასახლე იქცა, COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციისთვის მოქალაქეების რიგები იდგა. 

რუმინეთის ხელისუფლებას სექტემბრამდე მილიონამდე მოქალაქის ვაქცინაცია სურს. 

გრაფი დრაკულას სასახლის მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, მათი მთავარი სამიზნე აუდიტორია  რუმინეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც შაბათ-კვირას აქტიური ტურიზმით არიან დაკავებული. 

ინტერესს და იდეის კრეატიულობას კიდევ ერთი რამ უწყობს ხელს - მათ, ვინც კოვიდ ცენტრად ქცეულ გრაფი დრაკულას მითიურ სასახლეში აიცრება, სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად გადასცემენ სასახლეში მოსაწვევს, რომელიც მომდევნო 100 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

დღის ამბები