17 ივნისი 2021,   01:05
ვრცლად
ისრაელის პოლიციასა და პალესტინის მოქლაქეებს შორის დაპირისპირება გრძელდება
ალ აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. პალესტინელების მხრიდან დაშავდა 205 პირი. ისრაელის პოლიციის მხრიდან დაზიანებები მიიღო 17-მა სამართალდამცავმა.
 
მედიის ინფორმაციით, ალ-აქსას მეჩეთში ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
 
ისრაელის პოლიციასა და პალესტინის მოქლაქეებს შორის დაპირისპირება ერთი კვირაა გრძელდება. უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დრამატული გახდეს, თუკი ისრაელის სასამართლო გადაწყვეტს, რომ იორდანეს სანაპიროსთან მცხოვრები პალესტინელები სახლებიდან გააძევოს და მათი ქონება ებრაელებს გადასცეს.
დღის ამბები