17 ივნისი 2021,   00:18
ვრცლად
იმის გამო, რომ საქმრომ რიცხვები 2-ზე ვერ გაამრავლა, ინდოეთში პატარძალმა ქორწილი ჩაშალა

ინდოელმა პატარძალმა ქორწილი გააუქმა - მიზეზი საქმროს განათლების დაბალი დონეა.  წყვილი გარიგებით 1 მაისს უნდა დაქორწინებულიყო.  

იმის გამო, რომ პატარძალს საქმროს განათლებაში ეჭვი შეეპარა, გადაწყვიტა, ქორწინების ცერემონიალის დროს ქმარი ელემენტარული მათემატიკის ცოდნაში, კერძოდ კი 2-ზე გამრავლებაში გამოეცადა. მას შემდეგ, რაც საქმრომ ვერ შეძლო რიცხვები 2-ზე სწორად გაემრავლებინა, პატარძალმა ცერემონია დატოვა და განაცხადა, რომ ვერ დაქორწინებოდა ადამიანზე, ვინც ელემენტარული მათემატიკა არ იცის. 

გოგონას ოჯახის წევრების თქმით, გაირკვა, რომ სასიძოს სკოლაშიც კი არასოდეს უვლია და მისი განათლების შესახებ მამაკაცის ნათესავებმა მოიტყუეს

ოჯახები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ყველა საჩუქარსა და სამკაულს დაუბრუნებენ. 

დღის ამბები