17 ივნისი 2021,   00:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა გაიარა ნიკანორ მელიას ღირსებაზე - დავით მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის საკითხს "ტრაგიკომიკური სპექტაკლის დასასრული" უწოდა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"ეს ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა გაიარა ნიკანორ მელიას ღირსებაზე, ფაქტობრივად, ხოლო კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა ...

საბოლოოდ, მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონიერი მოთხოვნის დამორჩილება ყველას მოუწევს,"-განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

დღის ამბები