17 ივნისი 2021,   00:49
ვრცლად
ნიკა მელია, სავარაუდოდ, დღეს გათავისუფლდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებას. 

როგორც ცნობილია, ევროკავშირში რეგისტრირებულმა ფონდმა გირაოს თანხა გუშინ ჩარიცხა, რომელიც საიას გავლით შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გუშინვე გადაირიცხა.

პროცედურის მიხედვით, გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით.

დღის ამბები