20 ივნისი 2021,   05:26
ვრცლად
ავღანეთში სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

ავღანეთში სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. დაშავდა 150 პირი.

ქაბულში დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც მოსწავლე გოგონები სასწავლო დაწესებულებას ტოვებდნენ.

ოფიციალური ქაბული, მომხდარზე პასუხისმგებლობას რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანს" აკისრებს, რასაც "თალიბანის" პრესსპიკერი (ზაბიჰულა მუჯაჰიდი) კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები