16 ივნისი 2021,   23:12
ვრცლად
ვეტო - პოლიტიკური შეუთანხმებლობის მორიგი მიზეზი და ოპოზიციის ახალი პროექტი - რა ჩაიწერება კანონპროექტში

პოლიტიკურ მხარეებს შორის შეუთანხმებლობის მორიგი მიზეზი - პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა, რის გამოც შეთანხმების ხელმომწერმა ძალებმა გადაწყვიტეს, დაიწყონ მუშაობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისთვის.

საკითხზე უახლოეს პერიოდში კონსულტაციები გაიმართება. ოპოზიცია კანონპროექტს უქმეების დასრულების შემდეგ, ოფიციალურად დაარეგისტრირებს.

ვიდრე ოპოზიცია ახალ ცვლილებებს დაარეგისტრირებს, პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით უკვე მიიღო. კანონი გამკაცრდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მიმართ, გაიზარდა განმეორების შემთხვევისას ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა.

დღის ამბები