22 ივნისი 2021,   23:52
ვრცლად
ბევრმა ადამიანმა მიიღო ხარისხი სასულიერო სკოლების გვერდის ავლით და მათ არ გააჩნიათ ცოდნა - დეკანოზი გიორგი ჩაჩავა სასულიერო პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებებზე "ღამის კურიერში" საუბრობს. საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებაზეც, რომელიც ტელეკამერებმა ეკლესიაშიც დააფიქსირეს. 

დეკანოზი ამბობს, რომ სპეციალური სულიერი განათლების გავლის გარეშე არ შეიძლება ადამიანმა რაიმე ხარისხის წოდება მიიღოს, რაც მისი თქმით, დღესდღეობით ყოველდღიურად ირღვევა. 

"არსებობს კანონიკური სამართალი, სადაც არის აღწერილი დეტალურად ყველანაირი ქმედება, რისი გაკეთების უფლება მაქვს და რისი არა მღვდელმსხურს. 

მღვდელმა თუ შეგნებით რაღაც ქმედება მოახდინა და ადამიანს სისხლი ადინა, გინდაც ერთი წვეთი, შეიძლება მოულოდნელად რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს სხვაა, მაგრამ შეგნებულად უკვე ის ავტომატურად კარგავს მღვდლის წოდებას, ხარისხს, მადლს კარგავს.

არ შეიძლება, რომ მღვდელმა დაღვაროს სისხლი, როგორც არ შეიძლება, რომ მღვდელმა ინადიროს, ჰქონდეს იარაღი, თუნდაც სანადირო თოფი. ეს ყველაფერი აღწერილია კანონიკურ სამართალში. მაგრამ მე ვხედავ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ეს თავისი ხარისხი სასულიერო სკოლების გვერდის ავლით და შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ ის ცოდნა,“ - ამბობს დეკანოზი გიორგი ჩაჩავა. 

დღის ამბები