23 ივნისი 2021,   00:26
ვრცლად
ქრისტემ შექმნა ერთი მარტივი წამალი და გვითხრა ეს გამოიყენეთო - დეკანოზი გიორგი ჩაჩავა

დეკანოზი მამა გიორგი ჩაჩავა, რომელიც საჯაროდ პირველად აიცრა, "ღამის კურიერის" ეთერში იოანეს მეცხრე სახარებას იხსენებს, სადაც ქრისტე თავისივე დანერწყვილი თიხით განკურნავს ავადმყოფს და ამბობს, რომ ქრისტემ შექმნა პირველი წამალი და დაუტოვა საზოგადოებას, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ. 

"ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი, რომელიც მისი არ ყოფნის პერიოდში ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა. მან მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წამალი მაშინ, როდესაც ეს გვჭირდება. ქრისტემ გვითხრა, რომ ფიზიკურად მე ყოველთვის თქვენს გვერდში არ ვიქნები, შესაბამისად თქვენ უნდა გამოიყენოთ წამალიო და შექმნა ერთი მარტივი წამალი,"-აღნიშნა დეკანოზმა.

დღის ამბები