01 აგვისტო 2021,   14:31
ვრცლად
რიკოთზე აქცია გრძელდება - 200-ზე მეტი ადამიანი მეორე დღეა ხელფასის გაზრდას ითხოვს

ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვას განაგრძობენ. 200-ზე მეტი ადამიანი მეორე დღეა ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

გაფიცულები დღეს მშენებარე კომპანიის სათავო ოფისთან შეიკრიბებიან. გზებისა და ხიდების სამშენებლო ჩინური კომპანია "ჰუნანი" მოთხოვნების განხილვისთვის მზად არის და ამისთვის ერთკვირიან ვადას ითხოვს.

"ვითხოვთ 30%-ით ხელფასის გაზრდას. პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც დამაკმაყოფილებელი, ვერც უარყოფითი, ვართ ასე დარჩენილი. არაფერი ვიცით რა და როგორ ხდება," - განაცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა სერგო გელაშვილმა.

დღის ამბები