29 ივლისი 2021,   16:50
ვრცლად
ილონ მასკმა მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელიც დედამიწაზე წარმატებით დაეშვა

ილონ მასკმა მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელიც დედამიწაზე წარმატებით დაეშვა.

რაკეტა 10 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა, რის შემდეგაც ძრავა გამოირთო და რაკეტამ კონტროლირებული ვარდნა დაიწყო, ის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მალევე გასწორდა, ძრავა კვლავ ჩაირთო და მიწაზე წარმატებულად დაეშვა. ფრენა 6 წუთი გრძელდებოდა. სტარშიფის წინამორბედი რაკეტა მიწაზე დაშვებისას აფეთქდა.

ილონ მასკის მიზანს ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა და საზოგადოებისთვის კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობის შეთავაზებას წარმოადგენს.

დღის ამბები