20 ივნისი 2021,   04:12
ვრცლად
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ერთი თვის წინ გამართული არჩევნების შემდეგ პარტიებმა კოალიციის შექმნა ვერ მოახერხეს, ამიტომ არჩევნები კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტი რუმენ რადევი დროებით მთავრობას დაასახელებს. 11 მაისამდე კი საარჩევნო კომისიის ახალ წევრებს აირჩევენ.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში, სავარაუდოდ, 11 ივლისს გაიმართება. აპრილში ჩატარებულ არჩევნებში ხმების 26%-ით პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობდა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

დღის ამბები