20 ივნისი 2021,   05:13
ვრცლად
რიკოთის მაგისტრალის ნაწილი შემოდგომაზე უნდა გაიხსნას

რიკოთის მაგისტრალის ნაწილი შემოდგომაზე უნდა გაიხსნას.

საუბარია ორნახევარ კილომეტრიან ორზოლიან მონაკვეთზე. ამჟამად ტერიტორიაზე მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

რიკოთის მაგისტრალზე 20 გვირაბი და 37 ხიდია. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.

"2.5 კილომეტრიანი ორზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს შემოდგომაზე გაიხსნება და კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას," - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

დღის ამბები