20 ივნისი 2021,   03:44
ვრცლად
ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩემთვის მავნებლური ხელისუფლება ამ ხელისმომწერებთან ამ მოცემულობით მართალია - თაკო ჩარკვიანი

"პარტია კანონი და სამართლის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მასში უარყოფითი მხარეებიც არის ჩადებული, რაც მისთვის მისაღები არ არის. თაკო ჩარკვიანი დოკუმენტს ხარვეზიანს უწოდებს.

"მე დავისახე მიზნად და პოლიტიკაში შემოვედი, პარტიას დავარქვი "კანონი და სამართალი" და ამას მივაღწევ, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლებრივი რეფორმები. დოკუმენტი, რომელიც არ მაძლევს სამართლებრივი რეფორმების დასმის საშუალებას, მე იმ დოკუმენტს ვუწოდებ ხარვეზიანს. ამ ამნისტიით მიღებული დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს დამნაშავეების წახალისებას და შეურაცხყოფას დაზარალებულებისას, რომელთაც ცხოვრებაშიც ტრაგედიად იქცა გავრილოვის მოვლენა, მე ვერაფრით ვერ დავარქმევ ამ ტიპის დოკუმენტს. ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს ჩემთვის მავნებლური ხელისუფლება ამ ხელისმომწრებთან ამ წამს, ამ მოცემულობით მართალია, იმიტომ რომ ამათმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

დღის ამბები