20 ივნისი 2021,   05:39
ვრცლად
რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისათვის - "ქართული ოცნება" გერმანიაში შეხვედრებს მართავს

რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისათვის - ქართული ოცნების ოთკაციანმა ჯგუფმა ვიზიტი ბერლინში, ბუნდესტაგის შეხვედრებით დაიწყო. გერმანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის სიტყვაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირსა და ნატოში.

ქართული მხარე ცდილობს დაარწმუნოს გერმანული ისტებლიშმენტი, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებისა და რუსეთის მზარდი საფრთხის გამო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დასაჩქარებელია.

მმართველი გუნდის წევრებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად განიხილეს, როგორ უნდა მიიღოს სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მიიღოს მეტი სარგებელი და დაუახლოვდეს გერმანიას. 

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ გერმანელ კოლეგებთან პოზიციები გაცვალეს და გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

ლიდერები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაცვის თემები იყო. 

საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იყო ასევე რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს, რომ ქვეყანა მალე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს.

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გერმანიის და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაა.

დღის ამბები