20 ივნისი 2021,   04:52
ვრცლად
96 წლის მოხუცი რომელიც ამ დრომდე საქონლის სადგომში ცხოვრობს - დაუსრულებელი დავა რძალსა და მამამთილს შორის

ოჯახური ძალადობა თიანეთში - რძალსა და მამამთილს შორის დავა და მუდმივი დაპირისპირება, რომელიც წლებია გრძელდება.

96 წლის ვარდო თათარაშვილმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალზე ბევრი არაფერი იცის, მაგრამ ამბობს, რომ კონფლიქტი რძალმა დაიწყო და მან თავდაცვა სცადა, მოხუცებულს ამ ქმედების გამო გამოძიება ძალადობის მუხლით ედავება.

ფაქტი, რის გამოც სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყო "კურიერმა" 14 იანვარს გააშუქა, თათრაშვილმა სისტემატურ ძალადობაზე საუბარი სწორედ მაშინ დაიწყო.

დაპირისპირება თათარაშვილსა და მისი შვილის ოჯახთან 2014 წელს დაიწყო. მოხუცებული ამტკიცებს, რომ შვილმა რძალთან ერთად 57 სული საქონელი გაუყიდა, ასევე სადაო იყო უძრავი ქონება.

ერთ საქმეში გამოძიება მამამთილს და რძალს ერთმანეთის მიმართა ძალადობას ედავება, ქალს ასევე ედავებიან მამამთილის ადვოკატის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. რძლის გადაწყვეტილებით, ასაკოვანი კაცი ამ დრომდე საქონლის სადგომში ცხოვრობს. მანანა ახალაური 5 თვის წინ "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისმა მამამთილმა ეს ადგილი საცხოვრებლად თავად აირჩია.

სასამართლო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს ერთმანეთთან მიახლოება ეკრძალებათ, ამიტომ რძალი, საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდა. ახალაური არც ახალ საცხოვრებელ მისამართზე, არც სკოლაში სადაც ის ქართულ ენა ლიტერატურას ასწავლის "კურიერის" გადამღებ ჯგუფს არ დახვდა. კითხვებზე პასუხებს ერიდება მისი შვილიც, ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ დევს.

დღის ამბები