11 მაისი 2021,   13:36
ვრცლად
"ნივინ, რატომ წამშალე? ნამდვილად მე ვარ" - გოგონა, რომელმაც ბენ აფლეკს უარი უთხრა, ინტერნეტვარსკვლავად იქცა

ბლოგერი ნივინ ჯეი გაცნობის აპლიკაციამ მსახიობ ბენ აფლეკთან დააწყვილა, თუმცა ნივინმა არ დაიჯერა, რომ ექაუნთი რეალური იყო და მეწყვილე წაშალა. პასუხად მსახიობმა ვიდეო ჩაწერა, იმის დასამტკიცებლად, რომ ექაუნთი ნამდვილად მისი იყო. ბენ აფლეკის ვიდეო ნივინ ჯეიმ Tik Tok-ზე გამოაქვეყნა.

48 წლის ბენ აფლეკი და 29 წლის ნივინ ჯეი Raya-ს აპლიკაციამ დააწყვილა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ცნობილი ადამიანებისთვის. როდესაც გოგომ ე.წ. მეჩი წაშალა, მსახიობმა ის ინსტაგრამზე მოძებნა და ვიდეო გაუგზავნა "ნივინ, რატომ წაშალე ჩემთან მეჩი? ეს მე ვარ," - ამბობდა აფლეკი ვიდეოში.

აფლეკისთვის ნათქვამი უარის წყალობით ბლოგერმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, "ტიკ ტოკზე" 28.7 ათასი გამომწერის მქონე ბლოგერის ვიდეომ ერთ დღე-ღამეში 4 მილიონი ნახვა მოაგროვა.

იანვარში ბენ აფლეკმა განაცხადა, რომ ის კუბელ მსახიობ ანა დე არმას დაშორდა.

დღის ამბები