16 მაისი 2021,   14:04
ვრცლად
დანიაში მასშტაბური პროექტი იწყება - ქვეყანა ხელოვნურ კუნძულს აშენებს, სადაც ქარის 600 გიგანტური ტურბინა განთავსდება

დანია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს. ქვეყანა ხელოვნურ კუნძულს აშენებს, სადაც ქარის 600 გიგანტური ტურბინა იქნება განთავსებული და დანიის ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით დააკმაყოფილებს.

მთავრობის განცხადებით, პროექტით ქვეყანა სასათბურე აირების გამოყოფას 70 პროცენტით შეამცირებს. მშენებლობა 2030 წელს დასრულდება.

მისი ჯამური ხარჯები 34 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

დღის ამბები