08 მაისი 2021,   23:46
ვრცლად
ნიკაზე ხო არ დგას სამყარო, შეუძლებელია ერთი ადამიანის სურვილებით იმართებოდეს პოლიტიკური პროცესი - ვახტანგ მეგრელიშვილი

როგორ უნდა დატოვოს ნიკა მელიამ საპატიმრო - ოპონენტები მელიას ისევ დესტრუქციის მცდელობებში ადანაშაულებენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე ვერ იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პროცესები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები აქვს "ქართულ ოცნებას".

"ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები აქვს "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, რა ინტერპრეტაციაც აქვთ მათ, ეს საიდან მოიგონეს, რთული სათქმელია. ჩვენთვის არავითარი გირაო არ არის მისაღები, ამიტომ ზის ის ადამიანი,"- აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიაზე არ არის დამოკიდებული სამყარო.

"ნიკაზე ხო არ დგას სამყარო, შეუძლებელია ერთი ადამიანის სურვილებით იმართებოდეს პოლიტიკური პროცესი,"- აღნიშნა მეგრელიშვილმა. 

საკითხზე განცხადებებს პოლიტიკოსები დილიდან აკეთებენ. მმართველ გუნდში თვლიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იძულებულია ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს​ დათანხმდეს.

დღის ამბები