09 მაისი 2021,   00:00
ვრცლად
ეპიდვითარება მსოფლიოში - ყოველი მეორე შემთხვევა ინდოეთზე მოდის, ევროპა კი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

მსოფლიოში ინფიცირების ყოველი მეორე შემთხვევა დღეს ინდოეთზე მოდის. ქვეყანაში, რომელიც პანდემიის ეპიცენტრად რჩება, რამდენიმე მუტაციური შტამი ცირკულირებს, რამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ით 3700-მდე ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც ლეტალობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. 

ინფიფიცირების მაღალმა სტატისტიკამ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე შტატში სრული ლოკდაუნის აუცილებლობა გამოიწვია.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ინდოეთს ბრაზილია მოჰყვება. ეპიდემიოლოგების განმარტებით, კორონავირუსი საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება აუცრელ ახალგაზრდებში. ინდოეთის მსგავსად, აქაც მაღალია გარდაცვალების სტატისტიკა. კვირა დღის მონაცემებით, 1200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება ევროპაში, კონტინენტზე ახალი კოვიდპაციენტების რიცხვი 80 000-ს არ აღემატება. გაერთიანებულმა სამეფომ და იტალიამ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

რეგულაციებს ამსუბუქებს საფრანგეთიც. დღეიდან ქვეყნის შიდა მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა, საშუალო სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. ძალაში რჩება ღამის კომენდანტის საათი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებლის გამო წუხს. ბლუმბერგის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 7.6 პროცენტია ვაქცინირებული. მოსახლეობა ვაქცინის მიღებას რომ არ ჩქარობს, ამას დასავლელი იმუნოლოგები იმით ხსნიან, რომ მათ ვაქცინების ეფექტიანობა აეჭვებთ. 

დღის ამბები