16 მაისი 2021,   12:43
ვრცლად
ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხვალ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრება.

შეგახსენებთ, "სინოფარმით" ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან იწყება, თუმცა პრეპარატს ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს. "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი. 

 

დღის ამბები