09 მაისი 2021,   11:52
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქია და დადიანების მარანი - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც სასულიერო პირების დაპირისპირებაში მონაწილეობს 

ჭყონდიდში ბრძოლა გავლენებისთვის გრძელდება, არის თუ არა ეს ბრძოლა კონკრეტული ბიზნესისთვისაც და უკავშირდება თუ არა სასულიერო პირებს შორის დავა მეღვინეობას და ოჯალეშის ვენახებს, რომლის თანხაც მონასტრებზე, საპატრიარქოსა და გაჭირვებულებზე ნაწილდება.

რას უყვებიან სალხინოს მღვდლები "კურიერს" და ვინ არის ის ბიზნესმენი, რომელსაც ჯერ კიდევ პეტრე ცაავას დროს ჰქონდა დადიანების სასახლის მარნის და ოჯალეშის ვენახების ინტერესი.

კლიმენტი კეკუტია საერო პირია, რომელიც მხარს ახალ წინამძღვარს უჭერს და ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში უშუალოდ მონაწილეობს.

კლიმენტი კეკუტიას სალხინოში ყველა იცნობს. ადგილობრივებმა კარგად იციან მისი მდიდრული სახლიც, რომლის ეზოშიც მან ჯერ ეკლესია აიშენა, შემდეგ კი სასულიერო პირებს მის მმართველად დანიშვნა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

"კურიერთან" კომენტარის გაკეთება დღეს ბიზნესმენმა არ ისურვა, მის ნაცვლად ბრალდებებს ნათესავმა უპასუხა.

დღის ამბები