09 მაისი 2021,   12:23
ვრცლად
102 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა - ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად სახელმწიფოები რუს დიპლომატებს თითქმის ყოველდღე აძევებენ
ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად სახელმწიფოები რუს დიპლომატებს თითქმის ყოველღე აძევებენ. ათამდე სახელმწიფომ პერსონა ნონ გრატად უკვე 102 რუსი დიპლომატი გამოაცხადა.
 
დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებმაც მიიღეს.
 
"ლატვია არ მოითმენს თავის ტერიტორიაზე ან პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე დივერსიულ საქმიანობას," - ეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის სიტყვებია.
 
პერსონა ნონ გრატად დიპლომატის გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება იშვიათი აღარ არის. ბოლოს რუსეთი მსგავს დიმპლომატიურ სკანდალში 3 წლის წინ, სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით გაეხვა. მაშინაც და ახლაც, რუს დიპლომატებს მასპინძელი ქვეყნები სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას- ჯაშუშობას ედავებიან.

დიპლომატების გაძევებას რუსეთზე თავდასხმად აფასებს ვლადიმერ პუტინი და წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში, დასავლეთს კრემლიდან მკაცრი პასუხით ემუქრება.  
დღის ამბები