09 მაისი 2021,   10:36
ვრცლად
ამნისტია თუ თავდებით გათავისუფლება - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნიკა მელიას საქმეზე

ამნისტია თუ თავდებით გათავისუფლება - რას აირჩევს ნიკა მელია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. სამი ვარიანტიდან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ლელოს" ინიციატივა მოიწონა, რომლის მიხედვითაც, მას თავდებში ევროპარლამენტარები უნდა ჩაუდგნენ.

რა შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში - ხელისუფლება ამნისტიას უკვე ამზადებს, რომელიც 20 ივნისის ყველა საქმეს შეეხება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, რომელიც არც ევროკავშირის გირაოს თანხმდება და არც ამნისტია მოსწონს, ევროკავშირის ევროპარლამენტარების თავდებობის იდეა მისაღებია.

ნიკა მელიამ პოზიცია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულ საკუთარ თანაგუნდელს გააცნო.

დღის ამბები