08 მაისი 2021,   22:45
ვრცლად
თუ ამნისტია იქნება, ის უნდა შეეხოს ყველას - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 19-21 ივნისის საქმეზე თუ ამნისტია იქნება, ის ყველა მხარეს შეეხება.

"რა თქმა უნდა, ამნისტია შეეხება ყველას, შეთანხმებაშიც წერია ეს ყველაფერი, თუმცა როგორც ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენებენ თუ არა მას. ემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები